ავტორიზაცია

კონტეს ტოტენჰემში ინსინიეს ხილვა უნდა

კონტეს ტოტენჰემში ინსინიეს ხილვა უნდა
თარიღი 17 დეკ 2021, 19:25

"ნაპოლის" თავდამსხმელი, ლორენცო ინსინიე ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს.

როგორც La Repubblica იტყობინება, 30 წლის იტალიელის გადაბირებით პირადად "დეზების" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტეა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, ინსინიე ნეაპოლელთა ღირსებას 2010 წლიდან იცავს. ამ სეზონში მან სერია ა-ში 15 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მიითვალა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ლორენცოს "ნაპოლისთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება.