ლუკ დე იონგმა კარიერა შესაძლოა ფენერბაჰჩეში გააგრძელოს
"ფენერბაჰჩე" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლუკ დე იონგით ინტერესდება, წერს Mundo Deportivo.
გავრცელებული ცნობით, თურქული კლუბი 31 წლის ჰოლანდიელის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც კატალონიელთა ღირსებას იჯარით იცავს და მისი კონტრაქტი "სევილიას" ეკუთვნის.
ნოემბერში დაიწერა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" დე იონგი არ სჭირდებათ და ზამთრის სატრანსფერო ბაზარზევე სურთ მისი გაშვება.
2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა "ბარსას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.