ავტორიზაცია

მანოლასმა ნაპოლი დატოვა და ოლიმპიაკოსში დაბრუნდა

მანოლასმა ნაპოლი დატოვა და ოლიმპიაკოსში დაბრუნდა
თარიღი 17 დეკ 2021, 19:36

"ნაპოლის" მცველი, კოსტას მანოლასი "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, წერს ბერძნული კლუბის პრესსამსახური.

30 წლის ფეხბურთელი გუნდში თამაშს 2022 წლის იანვრიდან შეძლებს. Transfermarkt-ის ვერსიით, სატრანსფერო ფასმა 2 მილიონი ევრო შეადგინა.

მანოლასს "ოლიმპიაკოსში" უკვე უთამაშია, სადაც 2012 წლის ივლისიდან 2014 წლის აგვისტომდე ირიცხებოდა, შემდეგ კი "რომაში" გადავიდა.

ბერძენი მცველი "ნაპოლიში" 2019 წლის ივლისიდან თასპარეზობდა, მიმდინარე სეზონში მან ნეაპოლელთა მაისურით 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.