ავტორიზაცია

2024 წლიდან ერთა ლიგაზე 10 სამხრეთამერიკული ნაკრები ითამაშებს — ტურნირის ფორმატიც ცნობილია

2024 წლიდან ერთა ლიგაზე 10 სამხრეთამერიკული ნაკრები ითამაშებს — ტურნირის ფორმატიც ცნობილია
თარიღი 17 დეკ 2021, 19:55

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა, ზბიგნევ ბონეკმა დაადასტურა, რომ 2024 წელს ერთა ლიგას 10 სამხრეთამერიკული ნაკრები შეუერთდება.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი ავრცელებს.

კოლუმბია, ურუგვაი, ჩილე, პერუ, ბრაზილია და ურუგვაი A ლიგაში მოხვდებიან, ხოლო ბოლივია, პარაგვაი, ვენესუელა და ეკვადორი - B ლიგაში. სავარაუდოდ, ყველა მატჩი ევროპაში ჩატარდება, რათა კონტინენტებს შორის გადაადგილების შესამცირებლად.

А ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის ფინალურ სტადიაზე გავლენ, რომელიც 2023 წლის ივნისში გაიმართება. B, C და D ლიგების ჯგუფების პირველადგილოსნები A ლიგაში დაწინაურდებიან.

A და B ლიგების ჯგუფების ბოლოადგილოსნები დაბალ ლიგებში დაქვეითდებიან, ხოლო C ლიგის ჯგუფების ბოლოადგილოსნები ერთმანეთს ფლეი ოფში შეხვდებიან და იმისათვის იბრძოლებენ, რათა D ლიგაში არ დაქვეითდნენ.

А, В და С ლიგებში სათითაოდ 16-16 ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც 4-4 ჯგუფად დაიყოფიან. დარჩენილი შვიდ ნაკრებს D ლიგის ორ ჯგუფში ვიხილავთ: ერთ ჯგუფში ოთხი გუნდი იქნება, მეორეში კი - სამი.