ავტორიზაცია

ბარსელონა ბარტრას დაბრუნების ვარიანტს განიხილავს

ბარსელონა ბარტრას დაბრუნების ვარიანტს განიხილავს
თარიღი 18 დეკ 2021, 10:43

"ბარსელონა" "რეალ ბეტისის" ცენტრალური მცველით, მარკ ბარტრათ არის დაინტერესებული, რომელიც როგორც ვიცით, კატალონიელთა აკადემიის აღზრდილიც არის.

Diario Sport-ის ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფრების" წარმომადგენლები ბარტრას გარემოცვას დაუკავშირდნენ, რათა გაერკვიათ, თუ როგორია მისი პოზიცია "ბეტისში".

"ბარსელონას" ამჟამინდელი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი ბარტრასთან ერთად თამაშობდა კლუბში და კარგი მოგონებები აქვს მასზე, როგორც ხარისხიან ფეხბურთელზე.

ბარტრა "ბარსელონაში" 2010 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა. ამის შემდეგ ის დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ბეტისში" გადავიდა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა კატალონიელები მის დაბრუნებას.