ავტორიზაცია

VIDEO: მოულოდნელი შედეგი - მოურინიოს რომამ სტუმრად ატალანტა გაანადგურა

თარიღი 18 დეკ 2021, 20:18

იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში „რომამ“ მეოთხეადგილოსანი „ატალანტა“ მოულოდნელად სტუმრად გაანადგურა.

შეხვედრა ბერგამოში გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

მატჩში დუბლი ტემი აბრაჰამმა მიითვალა, თითო გოლი კი ნიკოლო ძანიოლომ და კრის სმოლინგმა გაიტანეს.

გასპერინის გუნდმა მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა - 45+1 წუთზე კრისტანტემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

„რომამ“ 31 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, „ატალანტა“ კი 37 ქულით მესამეა.