ავტორიზაცია

"სულ წინ იქნება", - გრანერომ მესი და რონალდუ შეადარა ერთმანეთს

"სულ წინ იქნება", - გრანერომ მესი და რონალდუ შეადარა ერთმანეთს
თარიღი 18 დეკ 2021, 21:04

მადრიდის „რეალის“ ექს-ნახევარმცველმა, ესტებან გრანერომ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავებზე ისაუბრა.

„ვის ავიყვანდი მესი - რონალდუს წყვილიდან გუნდში? პირველ რიგში მეკარეს ავირჩევდი. თითქმის ყოველთვის არსებობს კარგი და ცუდი მეკარეა. შემდეგ კი ავირჩევდი იმას, ვინც ჩემი მეტოქე არ არის.

ისინი იმდენად კარგები და იმდენად განსხვავებულები არიან, რომ მათი შედარება რთულია. ჩემთვის კრიშტიანუ სულ წინ იქნება. ერთგულებისთვის, მისი სულისკვეთბისთვის დაი მ შემთხვევებისთვის, როცა ის გუნდის სასიკეთოდ იბრძოდა. მის მიმართ დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ის, როგორ წყვეტდა ის მატჩების შედეგებს, შოკური სანახაობა იყო. ყველა ხვდებოდე, რომ მის გარეშე გაცილებით რთული იქნებოდა.

მისი ვარჯიშების და ამბიციების ყურება ძალიან სამოტივაციო იყო. ის სულ წინ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მესი - ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.“ - ციტირებს გრანეროს სიტყვებს AS.