ავტორიზაცია

რონალდომ მეორე კლუბი იყიდა - ბრაზილიელი მშობლიური გუნდის მფლობელი გახდა

რონალდომ მეორე კლუბი იყიდა - ბრაზილიელი მშობლიური გუნდის მფლობელი გახდა
თარიღი 18 Dec 2021, 22:29

ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო მშობლიური კლუბის მფლობელი გახდა.

ფეხბურთელმა „კრუზეიროს“ აქციების 90% დაახლოებით 70.2 მილიონ დოლარად შეიძინა. ამ თანხის გარკვეული ნაწილი კლუბის ვალების დაფარვას მოხმარდება.

რონალდოსთვის „კრუზეირო“ უცხო გუნდი არ არის - ბრაზილიელი აქ 1993-1994 წლებშ თამაშობდა, ეს მისი პირველი პროფესიონალური კლუბია კარიერაში, რომლის შემდეგაც ის „პსვ-ში“ გადავიდა.

„კრუზეირო“ გახდა მეორე კლუბი, რომელიც რონალდოს მფლობელობაში გადავიდა, ის ასევე ესპანური „ვალიადოლიდის“ მფლობელია, რომელიც გასული სეზონის შედეგად ლა ლიგიდან სეგუნდა დივიზიონში გავარდა. 

საინტერესოა, რომ „კრუზეიროს" შეძენა „ლივერპულის" აქციების ნაწილის მფლობელი კომპანია FSG-ს დაასწრო.