ავტორიზაცია

იანვარში პსჟ რეალის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზნის გადაბირებას შეეცდება

იანვარში პსჟ რეალის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზნის გადაბირებას შეეცდება
თარიღი 18 Dec 2021, 23:22

ფრანგული „პსჟ“ მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო სამიზნის შეძენას იანვრის ფანჯრის დროს გეგმავს.

Diario AS-ის ინფორმაციით, პარიზული გრანდის სამიზნედ „ჩელსის“ გერმანელი ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი იქცა.

რუდიგერს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი უფასოდ წაყვანის ერთ-ერთი ფავორიტი მადრიდის „რეალია“, რომელიც მზადაა ფეხბურთელს ფინანსური მადა დაუკმაყოფილოს, რასაც თავის მხრივ „ჩელსი“ ვერ აკეთებს.

„პსჟ“ აპირებს, რომ მოლაპარაკებებში არსებული პრობლემები სათავისოდ გამოიყენოს და იანვარში „ჩელსის“ რუდიგერის სანაცვლოდ გარკვეული თანხა შესთავაზოს, რათა ლონდონელებმა გერმანელი ზაფხულში სრულიად უფასოდ არ დაკარგონ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ანტონიოს „ჩელსიში“ კვირაში 118 ათას ევროს უხდიან, კლუბი 165-ს სთავაზობდა, თუმცა მან უარი თქვა და მინიმუმ 200-ს ითხოვს.