ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი მატჩი და გამარჯვება მძიმე ბრძოლაში! ბარსელონამ კამპ ნოუზე ელჩე დაამარცხა

თარიღი 18 დეკ 2021, 23:24

ლა ლიგის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ შინ „ელჩე“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მე-16 და მე-19 წუთებზე „ბარსა“ ორი ბურთით წინ ჯუტგლას და გავის გოლებით გაიჭრა და პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოიგო.

თუმცა, მეორე ნახევარში ხავის გუნდმა გამარჯვება ზედმეტად ადრე ირწმუნა და დაისაჯა - 62-ე და 63-ე წუთებზე „ელჩემ“ ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი კი 85-ე წუთზე ნიკომ გავის პასით გაიტანა და „ბარსას“ ლა ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

„ბარსელონამ“ 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, ლიდერი მადრიდის „რეალია“ რომელსაც 42 ქულა აქვს.

რაც შეეხება „ელჩეს“, გუნდი 15 ქულით მე-16 პოზიციაზეა.