ავტორიზაცია

VIDEO: მე-18 ტურის ერთადერთ არგადადებულ მატჩში არსენალმა ლიდსი გაანადგურა

თარიღი 18 დეკ 2021, 23:32

პრემიერ ლიგის მე-18 ტურში დღეს მხოლოდ ერთი მატჩი არ გადაიდო კორონავირუსის ტალღის გამო - „ლიდსმა“ საკუთარ კედლებში „არსენალს“ უმასპინძლა.

შეხვედრა „ელანდ როუდზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

არტეტას გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქეს სამი უპასუხო გოლიგ აუტანა - მარტინელის დუბლს საკას გოლი მიემატა.

75-ე წუთზე რაფინიამ ერთი ბურთი პენალტით გაქვითა, თუმცა 84-ზე სმიტ-როუმ სამბურთიანი სხვაობა აღადგინა და „არსენალს“ გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვება გაუნაღდა.

„არსენალმა“ 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ოთხეულში შევიდა, „ლიდსი“ კი 16 ქულით მე-18 პოზიციაზეა.