ავტორიზაცია

როცა გუნდში მესი და ნეიმარიც გყავს — ლეონარდომ მბაპეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა

როცა გუნდში მესი და ნეიმარიც გყავს — ლეონარდომ მბაპეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა
თარიღი 19 დეკ 2021, 14:25

"პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ თავდამსხმელ კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

"ხალხი იფიქრებს, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება გვინდა, მაგრამ... ეს კლუბის ინტერესებს სცილდება. 22, თითქმის 23 წლის ასაკში, კილიანი წარმოუდგენლად მომწიფებულია".

"განსაკუთრებული სიტუაციაა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელსაც კონტრაქტი ეწურება. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე უფრო მწვავე დავები გვქონდა, მაგრამ ასე ყალიბდება ურთიერთგაგება".

"მძიმე მდგომარეობაა. გვინდა, რომ კილიანი "პსჟ"-ში მთელი ცხოვრება დარჩეს. ამასთანავე, მის პოზიციას პატივი უნდა ვცეთ. ვფიქრობ, კონტრაქტის გახანგრძლივების კარგი შანსები გვაქვს", - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, მბაპეს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.