"ეს გუნდი მწვერვალზე რჩება", - ლეგენდარულმა კაფუმ სერია ა-ს მოგების ფავორიტი დაასახელა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა, კაფუმ იტალიის ჩემპიონატის მოგებასთან დაკავშირებით "მილანის" შანსები შეაფასა.
"მიუხედავად ტრავმებისა, "მილანი" კარგ სეზონს ატარებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ სერია ა-ში გუნდი მწვერვალზე რჩება. ახლა კი სკუდეტოს მოგება შეუძლია".
"მილანი" სერია ა-ს მოგების ფავორიტია. პიოლი დიდი ხანია კლუბში მუშაობს და თავის სტატუსს შედეგებით ადასტურებს. სწორი მწვრთნელია, საჭირო ადგილას და შესაფერის გუნდში მოხვდა".
"მილანში" არ არის ადვილი იმ შედეგების მიღწევა, რასაც პიოლი აღწევს, რადგან ზეწოლა და მოლოდინი დიდია. მეორეს მხრივ, პრაქტიკულად არაფერს აკეთებს არასწორად", - ციტირებს 51 წლის ბრაზილიელის სიტყვებს Calciomercato.
სერია ა-ს სატურნირო ცხრილში "მილანი" 39 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ინტერს" 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა "ნერაძურიზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.