ავტორიზაცია

ლიდსი იუვენტუსის ნახევარმცველით ინტერესდება

ლიდსი იუვენტუსის ნახევარმცველით ინტერესდება
თარიღი 19 დეკ 2021, 16:47

"ლიდსი" "იუვენტუსის" ნახევარმცველ უესტონ მაკენით ინტერესდება, წერს The Sun-ი.

გავრცელებული ცნობით, ინგლისური კლუბი მზად არის 23 წლის ამერიკელში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნება, თავად ფეხბურთელს ტურინში დარჩენა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა სურს.

2021/22 წლების სეზონში მაკენიმ "იუვენტუსის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.