ავტორიზაცია

ჩელსის თადარიგში მხოლოდ 6 ფეხბურთელი ჰყავს, საიდანაც 2 მეკარეა - პრემიერ ლიგამ მატჩის გადადებაზე უარი თქვა

ჩელსის თადარიგში მხოლოდ 6 ფეხბურთელი ჰყავს, საიდანაც 2 მეკარეა - პრემიერ ლიგამ მატჩის გადადებაზე უარი თქვა
თარიღი 19 დეკ 2021, 17:54

„ჩელსიმ“ პრემიერ ლიგის მე-18 ტურის მატჩზე, რომელშიც მისი მეტოქე „ვულვზი“ იქნება, სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

„ლურჯების“ სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ექვსი ფეხბურთელია - 2 მეკარე (კეპა და ბეტინელი) და ასევე მალანგ სარი, მატეო კოვაჩიჩი, საული და როს ბარკლი.

„ჩელსის“ სასტარტო შემადგენლობაში კი შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: 

მენდი, ჯეიმსი, ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რუდიგერი, ალონსო, კანტე, ზიეჩი, ჩალობა, მაუნტი, პულიშიჩი.

მატჩი 18:00 საათზე იწყება. არ არის გამორიცხული, ეს იყოს ბოლო მატჩი, რომელიც ჩემპიონატის გადადებამდე გაიმართება - ხვალ, ხელმძღვანელობა ექსტრენულ შეხვედრას გამართავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.