"უტვინო იდიოტი", - ცნობილი გახდა ფრაზა, რომელიც სუარესმა სიმეონეს მისამართით წარმოთქვა
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ლუის სუარესი, „სევილიასთან“ მატჩში მოედნიდან გაყვანას ძალიან ემოციურად შეხვდა.
კამერებმა დააფიქსირეს, რომ ურუგვაელი ფორვარდი აშკარად უკმაყოფილო იყო და თავისი გუნდის მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მისამართით რაღაცას გამოთქვამდა.
როგორც ესპანურმა პრესამ გაარკვია, სუარესი მართლაც სიმეონეზე ჩხუბობდა და შემდეგი რამ თქვა:
„უტვინო იდიოტი, ისევ იგივეს აკეთებს.“ (ორიგინალში გაცილებით უხეში ფრაზა იყო გამოყენებული - ავტ).
მოგვიანებით სუარესი სათადარიგოთა სკამზე დაჯდა და იქაც ნივთების სროლა დაიწყო, რადგან უკმაყოფილებას ვერ მალავდა.
სუარესმა მოედანი მაშინ დატოვა, როცა ანგარიში 1:1 იყო, მატჩის მიწურულს „სევილიამ“ კიდევ ერთი გოლი შეაგდო და „ატლეტიკომ“ ზედიზედ მესამე მარცხი იგემა ლა ლიგაში.