ავტორიზაცია

VIDEO: სიტი დამაჯერებლად წინ მიიწევს, ჩელსიმ კი ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა

თარიღი 19 დეკ 2021, 19:57

პრემიერ ლიგის მე-18 ტურში თავისი მატჩები ცხრილის ერთ-ერთმა ლიდერებმა „ჩელსიმ“ და „მან სიტიმ“ გამართეს.

„სიტიმ“ სტუმრად „ნიუკასლი“ 4:0 გაანადგურა, „ჩელსიმ“ კი სტუმრად „ვულვზს“ ვერ მოუგო და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

„სიტის“ რიგებში გოლები რუბენ დიაშმა, ჟოაო კანსელუმ, რიად მაჰრეზმა და რაჰიმ სტერლინგმა გაიტანეს.

ამ გამარჯვებით „სიტიმ“ 44 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლივერპულს“ 4 ქულით ასწრებს, თუმცა კლოპის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ჩელსიმ“ კი ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა და თანაბარი რაოდენობის მატჩებთან ერთად, ლიდერს უკვე 6 ქულით ჩამორჩება.