რაიოლა: "დე ლიგტი კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმისთვის მზადაა"
„იუვენტუსის“ ნიდერლანდელი მცველის, მატეის დე ლიგტის აგენტმა, მინო რაიოლამ, ფეხბურთელის მიერ გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ილაპარაკა.
რაიოლას თქმით, დე ლიგტი „იუვენტუსიდან“ წასვლის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.
„მატეის დე ლიგტი კარიერაში ახალი ეტაპისთვის მზად არის. ის თავადაც ასე ფიქრობს.“ - ციტირებს რაიოლას სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერზე“.
22 წლის დე ლიგტი „იუვეს“ ფეხბურთელი 2019 წლის ზაფხულში გახდა, როცა გუნდში 85.5 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელმა მცველმა 14 მატჩში ერთი გოლის გატანა მოახერხა.
„იუვენტუსთან“ ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, პორტალი Transfermarkt კი მას 70 მლნ ევროდ აფასებს.