ავტორიზაცია

ჰოლანდიურ დე კლასიკერში აიაქსმა სტუმრად ფეიენოორდი დაამარცხა

ჰოლანდიურ დე კლასიკერში აიაქსმა სტუმრად ფეიენოორდი დაამარცხა
თარიღი 19 დეკ 2021, 20:30

ჰოლანდიურ დე კლასიკეში „ფეიენოორდმა“ საკუთარ მოედანზე „აიაქსს“ უმასპინძლა.

შეხვედრა სტადიონ „დე კუიპზე“ გაიმართა და ამსტერდამელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მატჩის 44-ე წუთზე ანგარიში სენესიმ გახსნა, როცა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩში წერტილი კი 81-ე წუთზე დუშან ტადიჩმა პენალტის ნიშნულიდან დასვა და „აიაქსს“ კომფორტული გამარჯვება გაუნაღდა.

„აიაქსმა“ 39 ქულა დააგროვა და მინიმუმ „პსვ-ს“ მატჩამდე ცხრილს სათავეში ჩაუდგა, „ფეიენოორდი“ კი 36 ქულით მესამე ადგილს იკავებს. 

უნდა ითქვას, რომ ამ წუთებში „პსვ“ თავის მატჩს 2:0-ს იგებს და დიდი ალბათობით, ცხრილს 40 ქულით მატჩის შემდეგ სათავეში ჩაუდგება.