ავტორიზაცია

რატომ ჩაიშალა ტრანსფერი? ცნობილია იტალიური გუნდი, რომელში გადასვლასთანაც იბრა მილანში დაბრუნებამდე იყო ახლოს

რატომ ჩაიშალა ტრანსფერი? ცნობილია იტალიური გუნდი, რომელში გადასვლასთანაც იბრა მილანში დაბრუნებამდე იყო ახლოს
თარიღი 19 დეკ 2021, 20:34

„მილანის“ თავდამსხმელი, „სან სიროზე“ დაბრუნებამდე სხვა იტალიურ გუნდში გადასვლასთან იყო მზად.

Football Italia-ს ინფორმაციით, შვედ თავდამსხმელს „ნაპოლისთან“ ჰქონდა შეთანხმება.

მეტიც, ნეაპოლიტანურ გუნდში გადასვლასთან იბრა ერთ ნაბიჯში იყო, კლუბთან სიტყვიები შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, თუმცა გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან, 2019 წლის 11 დეკემბერს კარლო ანჩელოგი გაათავისუფლეს.

2020 წლის იანვარში იბრაჰიმოვიჩმა „მილანთნ“ გააფორმა კონტრაქტი, სადაც რვა წლის შემდეგ დაბრუნდა.

მიმდინარე სეზონში ზლატანმა სერია ა-ს 10 მატჩში შვიდი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.