ავტორიზაცია

ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჰეთ-ტრიკის ავტორის რეკორდი გაუმჯობესდა

ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჰეთ-ტრიკის ავტორის რეკორდი გაუმჯობესდა
თარიღი 19 დეკ 2021, 20:42

„გრანადას“ თავდამსხმელმა ხორხე მოლინამ ლა ლიგის მე-18 ტურში „მალიორკას“ ჰეთ-ტრიკი შეუსრულა.

როგორც Gracenote Live „ტვიტერში“ წერს, მოლინა ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი ჰეთ-ტრიკის ავტორი გახდა.

ფეხბურთელი დღეს 39 წლის და 241 დღის არის და მან სევილიური „ბეტისის“ ლეგენდის, ხოაკინ სანჩესის რეკორდი გააუმჯობესა.

ხოაკინმა 2019/20-სეზონში „ბილბაოს“ კარში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და იმდროისთვის ის 38 წლის და 140 დღის იყო.

„გრანადამ“ 17 მატჩში 19 ქულა მოიპოვა და მე-15 პოზიციას იკავებს, „მალიორკა“ კი 18 მატჩის შემდეგ 20 ქულით მე-14 პოზიციაზეა.