ავტორიზაცია

VIDEO: რობერტსონის გოლი, ასისტი და გაძევება - ტოტენჰემმა და ლივერპულმა უხვგოლიან მატჩში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

თარიღი 19 Dec 2021, 22:33

პრემიერ ლიგის მე-18 ტურში „ტოტენჰემმა“ საკუთარ კედლებში „ლივერპულს“ უმასპინძლა.

შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

მე-13 წუთზე ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, 35-ზე რობერტსონის პასით წონასწორობის აღდგენა კი დიოგუ ჟოტამ მოახერხა.

70-ე წუთზე ალექსადნრ-არნოლდმა რობერტსონს გაატანინა და „ლივერპული“ წინ გავიდა, თუმცა მერსისაიდელთა სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა - ოთხ წუთში სონ ჰეუნ მინმა ტაბლოზე ფრე და საბოლოო მატჩის ანგარიში დააფიქსირა.

77-ე წუთზე თამაშის წესის უხეში დარღვევისთვის მოედნიდან რობერტსონი გააძევეს, რის გამოც „ლივერპულს“ მატჩის 10 კაცით ჩამთავრება მოუწია, თუმცა „ტოტენჰემმა“ ამისგან სარგებელი ვერ მოიპოვა.

„ლივერპულმა“ 18 მატჩში 41 ქულა დააგროვა და ლიდერ „სიტის“ უკვე 3 ქულით ჩამორჩება, „ტოტენჰემს“ კი 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 26 ქულით მე-7 პოზიციაზეა.