ავტორიზაცია

ბუფონი მოსკოვის სპარტაკში გადადის? აგენტი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ბუფონი მოსკოვის სპარტაკში გადადის? აგენტი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
თარიღი 20 დეკ 2021, 00:51

„პარმას“ ლეგენდარული გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის აგენტი, სილვანო მარტინა გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს იტალიელი კიპერი შესაძლოა მოსკოვის „სპარტაკში“ გადავიდეს.

„ეს ინფორმაცია პირველად მესმის. ეს სიმართლე არანაირად არ არის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბუფონს „პარმასთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს.“ - ციტირებს მარტინას სიტყვებს რუსული პრესა. 

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სპარტაკის“ ახალი, იტალიელი მთავარი მწვრთნელი, პაოლო ვანოლის გუნდში ბუფონის დაპატიჟება სურს.

ასევე ისიც დაიწერა, რომ ბუფონი სერია ბ-ში თავისი გუნდის ასპარეზობით არ არის კმაყოფილი, რომელიც 20 შესაძლოდან მე-14 ადგილს იკავებს. 

ბუფონი მშობლიურ „პარმაში" გასულ ზაფხულს დაბრუნდა და ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 20 გოლი გაუშვა და ასევე 3 პენალტიც მოიგერია.