ავტორიზაცია

VIDEO: სერია ა-ს ტურის ცენტრალურ მატჩში ნაპოლიმ სტუმრად მილანი დაამარცხა

თარიღი 20 დეკ 2021, 01:46

სერია ა-ს მე-18 ტურში „მილანი“ შინ „ნაპოლისთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და ნეაპოლიტანური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე ელმასმა გაიტანა, რაც სპალეტის გუნდისთვის გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

„ნაპოლიმ“ 2-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და 39 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, „მილანი“ კი ამდენივე ქულით მესამე პოზიციას იკავებს, ლიდერი 43 ქულით „ინტერია.