ავტორიზაცია

პიოლი მილანის გაუქმებულ გოლზე: "როგორ შეიძლება გაზონზე მწოლიარე ფეხბურთელმა მეტოქეს ხელი შეუშალოს?"

პიოლი მილანის გაუქმებულ გოლზე: "როგორ შეიძლება გაზონზე მწოლიარე ფეხბურთელმა მეტოქეს ხელი შეუშალოს?"
თარიღი 20 დეკ 2021, 12:44

მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, "მილანმა" "სან სიროზე" "ნაპოლის" უმასპინძლა და დამარცხდა - 0:1.

"როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მატჩის მიწურულს ოლივიე ჟირუს თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნის გამო ფრანკ კესის გაუქმებულ გოლზე კომენტარი გააკეთა.

"ვიცი, რომ წესებზე ილაპარაკებენ, მაგრამ როგორ შეიძლება გაზონზე მწოლიარე ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს ხელი შეუშალოს?".

"ჟეზუსისთვის არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნია, ჟირუს ფეხები გაშლილი ჰქონდა და უბრალოდ წამოდგომას ცდილობდა", - ციტირებს პიოლის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ "მილანი" და "ნაპოლი" 39-39 ქულით მე-2 და მე-3 ადგილებს იყოფენ, ლიდერი 43 ქულით "ინტერია".