ავტორიზაცია

ჩელსი ვულვერჰემპტონის ნახევარმცველს უმიზნებს

ჩელსი ვულვერჰემპტონის ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 20 დეკ 2021, 15:26

"ჩელსი" "ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველ რუბენ ნევეშისადმი იჩენს ინტერესს, წერს TodoFichajes.

გავრცელებული ცნობით, "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას სწორედ ნევეშით აპირებს, რადგან "ატლეტიკოდან" იჯარით დამატებული საულ ნიგესით უკმაყოფილოა.

როგორც აღინიშნება, "ვულვერჰემპტონი" 24 წლის პორტუგალიელში 45 მილიონ ევროს ითხოვს.

მიმდინარე სეზონში ნევეშმა "მგლების" მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.