ავტორიზაცია

ნიუკასლი ფულემის ნახევარმცველით ინტერესდება

ნიუკასლი ფულემის ნახევარმცველით ინტერესდება
თარიღი 20 დეკ 2021, 15:29

"ნიუკასლი" "ფულემის" მცველ ტოსინ ადარაბიოიოთი ინტერესდება, წერს The Times.

გავრცელებული ცნობით, "კაჭაკჭებს" დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ, ამიტომაც ზემოთნახსენები ფეხბურთელის დამატების ვარიანტს განიხილავენ.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ინგლისელმა ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა და ერთი ასისტი მიითვალა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა ადარაბიოიოს "ფულემთან" 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.