ავტორიზაცია

"სკამზე მიწევს ხელით შეხება", - კლოპმა ტოტენჰემის სტადიონის ორგანიზაცია დაიწუნა

"სკამზე მიწევს ხელით შეხება", - კლოპმა ტოტენჰემის სტადიონის ორგანიზაცია დაიწუნა
თარიღი 20 Dec 2021, 17:40

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ სტადიონზე ორგანიზაციით უკმაყოფილო დარჩა.

სპეციალისტის თქმით, პრესცენტრში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხელისთვის სადეზინფექციო ხსნარი.

„მართლა მგონია, რომ აქ სანიტაიზერი უნდა გქონდეთ. გულწრფელად მგონია, რომ ეს ძალიან კარგი იქნებოდა.

იცით, თქვენ (ტოტენჰემს) კოვიდის 13 თუ რაღაც მსგავსი რაოდენობის შემთხვევა გქონდათ, მე კი სკამზე მიწევს ხელის შეხება.“ - თქვა კლოპმა პრესკონფერენციის დაწყებამდე.

შეხვედრა გუშინ, 19 დეკემბერს გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. ბოლო რამდენიმე მატჩი „ტოტენჰემმა“ კოვიდ აფეთქების გამო ვერ ჩაატარა, რის გამოც კონფერენც ლიგაზე ტექნიკური მარცხი ჩაუწერეს და გუნდი ტურნირის ჯგუფში ჩარჩა.