ბრუნო მესამეა, რონალდუ - მე-14! გულშემატკივრებმა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს
„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, ჯილდო Fan’s Footballer of the Year მოიგო, რომელსაც ყოველწლიურად გულშემატკივართა ვერსიით პრემიერ ლიგის საუკეთსო ფეხბურთელს გადასცემენ.
გამოკითხვაში 140 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა.
მეორე ადგილზე მოულოდნელად გავიდა „ვესტ ჰემის“ საყრდენი ნახევარმცველი დეკლან რაისი. მესამეზე კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი, ბრუნო ფერნანდეში.
დანარჩენი ფეხბურთელები, რომლებიც ათეულში მოხვდნენ, შემდეგ ადგილებზე გავიდნენ.
4. ფილ ფოდენი (მან სიტი)
5. ედუარდ მენდი (ჩელსი)
6. მეისონ მაუნტი (ჩელსი)
7. რუბენ დიაში (მან სიტი)
8. კევინ დე ბრუინი (მან სიტი)
9. ჟორჟინიო (ჩელსი)
10. ჟოაო კანსელუ (მან სიტი).
საინტერესოა, რომ კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც „მან იუნაიტედში“ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ გადავიდა, გამოკითხვაში მე-14 ადგილს დასჯერდა.