ავტორიზაცია

მანჩინი: "პლეიოფი? ევროზე ყველაფერი ზედმეტად ადვილი იყო, ცოტა წვალებაც უნდა დაგვემატებინა"

მანჩინი: "პლეიოფი? ევროზე ყველაფერი ზედმეტად ადვილი იყო, ცოტა წვალებაც უნდა დაგვემატებინა"
თარიღი 20 დეკ 2021, 18:31

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში მონაწილეობაზე ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატის დროს ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ, თავი კარგად გამოიჩინეს.

მსოფლიო ჩემპიონატი? ევროზე ყველაფერი ზედმეტად მარტივად იყო, ცოტა წვალებაც უნდა დაგვემატებინა.“ - აღნიშნა მანჩინიმ.

იტალიის ნაკრები ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას ვერ მოუგო, რის გამოც მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში უწევს მონაწილეობა.

პლეი ოფის პირველ ტურში იტალიელები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან და თუ პარალელურ მატჩში პორტუგალია თურქეთს დაამარცხებს, ევროპის ბოლო ორი ჩემპიონი ერთმანეთს მსოფლიოზე გასვლისთვის შეეჭიდება.