"ბაიერნისთვის იდეალური ვარიანტია", - რუმენიგემ მიუნხენურ გრანდს შემტეივ ურჩია
„ბაიერნის“ მმართველობის ყოფილმა თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელმაც თანამდებობა 2021 წელს დატოვა, მიუნხენურ გუნდს შემტევი ურჩია.
„შემიძლია დავადასტურო, რომ კიეზა შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ამას ყოველთვის ამტკიცებდა როგორც იტალიის ნაკრებში, ისე ჯერ „ფიორენტინაში“ და შემდეგ „იუვენტუსშიც“.
ის „ბაიერნისთვის“ იდეალური ვარიანტია.“ - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს RTV38.
შეგახსენებთ, რომ კიეზა „იუვენტუსში“ „ფიორენტინადან“ იჯარით 2020 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში 24 წლის თავდამსხმელმა 12 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გასულ ზაფხულს, კიეზა იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და მის სახელს სხვადასხვა ევროპულ გუნდებს უკავშირებდნენ.