ავტორიზაცია

ედენ აზარმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - რეალიდან წასვლაში მას ხელს ერთი ფაქტორი უშლის

ედენ აზარმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - რეალიდან წასვლაში მას ხელს ერთი ფაქტორი უშლის
თარიღი 21 დეკ 2021, 20:54

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

El Partizado de COPE-ს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი მზადაა, ბელგიელი ფეხბურთელის თაობაზე შემოთავაზებები 2022 წლიდან მოისმინოს, თუნდაც ეს იანვარშივე იყოს.

თუმცა, თავად აზარი იანვარში „რეალიდან“ წასვლას არ გეგმავს და საკუთარ მომავალზე მხოლოდ ზაფხულიდან იფიქრებს.

„რეალიდან“ წასვლაში ბელგიელს ხელი შესაძლოა მისმა მაღალმა ხელფასმა შეუშალოს - მადრიდში ის წლიურად 13 მილიონ ევროს იღებს, რის გადახდასაც, ამჟამინდელი ფორმების გათვალისწინებით, სხვა გუნდები არ მოისურვებენ.

ამ სეზონში აზარმა „რეალის“ მაისურით 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.