რა კავშირშია ლივერპულის ჰოლანდისადმი ინტერესი სალაჰის ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან?

„ლივერპული“ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის მიმართ იჩენს ინტერესს.
Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, ზაფხულში ინგლისურ გუნდს კლასიკური „ცხრიანის“ დამატება სურს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ნორვეგიელი თავდამსხმელი მოიაზრება.
გარდა ამისა, ჰოლანდის ტრანსფერმა „ლივერპული“ შესაძლოა მოჰამედ სალაჰთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში წაწიოს წინ, რადგან ეგვიპტელის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა - შემადგენლბოის გაძლიერებაა.
გარდა ამისა, სალაჰს სურს გრძნობდეს, რომ მას აფასებენ და ამიტომ, ხელფასის საგრძნობ მომატებას ითხოვს.
ამ სეზონში ჰოლანდმა დორტმუნდის „ბორუსიას“ მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 19 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.