ავტორიზაცია

ბარსელონა, იუვენტუსი და სევილია - მარსიალმა კარიერის გაგრძელების სასურველი ვარიანტი აირჩია

ბარსელონა, იუვენტუსი და სევილია - მარსიალმა კარიერის გაგრძელების სასურველი ვარიანტი აირჩია
თარიღი 21 დეკ 2021, 22:04

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელს, ანტონი მარსიალს ზამთარში გუნდის დატოვება სურს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ფრანგს კარიერის გაგრძელება „სევილიაში“ სურს. ანდალუსიური გუნდის გარდა, მისით „ბარსელონა“ და „იუვენტუსიც“ ინტერესდებიან.

ცნობისთვის, სამივე გუნდს მარსიალის გადაბირება მხოლოდ ერთი პირობით სურს - ჯერ იჯარით, შემდეგ კი გამოსყიდვის შესაძლებლობით.

ფორვარდის აზრით, „სევილიაში“ მას გაცილებით დიდი სათამაშო დრო მიეცემა. უახლოეს დღებში ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს შეხვდება და საკთარ მომავალზე დაელაპარაკება.

მარსიალს „მან იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, თუმცა კონტრაქტშ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ფუნქცია აქვს ჩაწერილი.