ავტორიზაცია

ბარსელონას ვარიანტი არ განიხილება - ონანა ახალ გუნდთან კონტრაქტს იანვარში აწერს

ბარსელონას ვარიანტი არ განიხილება - ონანა ახალ გუნდთან კონტრაქტს იანვარში აწერს
თარიღი 21 დეკ 2021, 23:08

„აიაქსის“ გოლკიპერი ანდრე ონანა ამასტერდამულ გუნდს 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კამერუნელი მეკარე „ინტერთან“ კონტრაქტს იანვარში გააფორმებს.

ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებდნენ მის ყოფილ გუნდში, „ბარსელონაში“ დაბრუნებასაც, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვარიანტი არ განიხილება და ონანა უდიდესი ალბათობით კარიერას „ჯუზეპე მეაცაზე“ გააგრძელებს.

ამ სეზონში 25 წლის მეკარემ „აიაქსის“ მაისურით 2 მატჩი ითამაშა - ერთი ჩემპიონთა ლიგაზე და ერთიც ნიდერლანდების თასზე. მას აკრძალული პრეპარატის გამოყენების გამო თითქმის ერთი წელი დისკვალიფიკაცით გაუცდა.