ავტორიზაცია

"პსჟ? ზიზუ ნებისმიერი ვარიანტისთვის გახსნილი იქნება", - ზიდანის ექს-ასისტენტი

"პსჟ? ზიზუ ნებისმიერი ვარიანტისთვის გახსნილი იქნება", - ზიდანის ექს-ასისტენტი
თარიღი 21 დეკ 2021, 23:22

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ექს-ასისტენტმა, დავიდ ბეტონიმ, ფრანგი მწვრთნელის მომავალზე ისაუბრა.

შეუძლია ზიდანს „პსჟ-ში“ დანიშვნა, თუ მისი კავშირი მარსელთან ზედმეტად მნიშვნელოვანია?

„არ ვიცი, მასთან შემდეგ სამსახურზე არ მილაპარაკია. მითხრა, რომ ერთი წლით შვებულების აღებას აპირებს.

ზიზუს ძალიან კარგად ვიცნობ, ახლა ის ამაზე არ ფიქრობს. ვიცი, რომ ის ახლა ოჯახთან არის და როცა მზად იქნება, შემოთავაზებებსაც მოისმენს. მაშინ ვნახოთ, ვის მოუნდება მისი დანიშვნა.

ვფიქრობ, ის ნებისმიერი ვარიანტისთვის მზადაა და თავად გადაწყვეტს, უხდება თუ არა მას ეს კონკრეტული კლუბი და არის თუ არა რაიმე, რაც არ მოსწონს, ან არის თუ არა გუნდი კონკურენტუნარიანი.

ბევრი ფაქტორი არსებობს და სეზონის ბოლოს ვნახოთ, სად წავა ზიდანი და გაწვრთნის თუ არა რომელიმე გუნდს.“ - აღნიშნა ბეტონიმ.