ავტორიზაცია

მანჩესტერი და პსჟ ლაციოს ნახევარდაცვის ლიდერით ინტერესდებიან, რომაელებმა ფასი დაასახელეს

მანჩესტერი და პსჟ ლაციოს ნახევარდაცვის ლიდერით ინტერესდებიან, რომაელებმა ფასი დაასახელეს
თარიღი 21 დეკ 2021, 23:32

„ლაციოს“ სერბმა ნახევარმცველმა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა შესაძლოა გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის გადაბირებით „მანჩესტერ იუნატედი“ და „პსჟ“ ინტერესდებიან.

„ლაციოს“ პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ 70-80 მილიონი ევროს მიღება სურს.

ამ სეზონში სავიჩმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.