ავტორიზაცია

VIDEO: კინის და ბერნარდესკის გოლებით იუვენტუსმა შინ კალიარის მოუგო და ოთხეულს მიუახლოვდა

თარიღი 22 დეკ 2021, 02:06

სერია ა-ს მე-19 ტურში „იუვენტუსმა“ შინ „კალიარი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მე-40 წუთზე ანგარიში მოიზე კინმა გახსნა, 83-ზე კი ბერნარდესკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „იუვემ“ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

„იუვენტუსმა“ 34 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, „კალიარი“ კი 10 ქულით მე-19 პოზიციაზეა.

მეოთხეადგილოსან „ატალანტამდე" „იუვეს" მხოლოდ 4 ქულა აშორებს.