ავტორიზაცია

VIDEO: რეალისთვის სასურველი შედეგი - სევილიამ და ბარსელონამ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

თარიღი 22 დეკ 2021, 02:28

ლა ლიგის გადადებული მეოთხე ტურის მატჩში „სევილია“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუზავდა.

შეხვედრა „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

32-ე წუთზე ანგარიში პაპუ გომესმა ივან რაკიტიჩის პასით გახსნა, 45-ზე კი არაუხომ დემბელეს ასისტით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

მეორე ნახევარში ყველაზე საინტერესო ის მოხდა, რომ 64-ე წუთზე ჯულ კუნდემ უცნაურად იმოქმედა და აგრესიული ქმედების გამო პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.

„სევილიამ“ 38 ქულა დააგროვა და „რეალთან“, რომელმაც „კადისს“ ვერ მოუგო სხვაობა ვერ შეამცირა - პირველ და მეორე ადგილებს კვლავ 5 ქულა ყოფს.

„ბარსამ“ 28 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილს იკავებს.