ავტორიზაცია

"მესიმ რაც მითხრა ძალიან მესიამოვნა", - ლევანდოვსკი

"მესიმ რაც მითხრა ძალიან მესიამოვნა", - ლევანდოვსკი
თარიღი 22 Dec 2021, 10:35

მიუნხენის „ბაიენრის“ 33 წლის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე ლეო მესის მიერ მის მიმართ ნათქვამ სიტყვებზე ისაუბრა.

„მესის სიტყვებმა იმაზე, რომ ოქროს ბურთი დავიმსახურე, ნამდვილად სასიამოვნო იყო. ეს არ ყოფილა უბრალოდ ცარიელი სიტყვები, არამედ ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო ჩემს კარიერაში.

მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავცვალე ლეოსთან პირად საუბარში, იმიტომ რომ ჩემი ესპანური არც ისეთი კარგია. კილიან მბაპეს ინგლისურად ველაპარაკებოდი, შემდეგ კი მან ლეოს გადაუთარგმნა. შესანიშნავი საღამო იყო.“ - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Goal.com.

2021 წლის ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, მესიმ ლევანდოვსკის უთხრა, რომ ის გასული წლის შედეგად ოქროს ბურთს იმსახურებს და ეს ყველამ იცის.