ავტორიზაცია

ნიუკასლს 40-მილიონიანი ტრანსფერი ჩაეშალა

ნიუკასლს 40-მილიონიანი ტრანსფერი ჩაეშალა
თარიღი 22 დეკ 2021, 10:54

ინგლისურმა „ნიუკასლმა“ ფრანგული „ლიონი“ 24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ლუკას პაკეტას ტრანსფერზე ვერ დაიყოლია.

Le10Sport-ის ინფორმაციით, „ნიუკასლი“ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს იხდიდა, თავად ფეხბურთელს კი წლიური კონტრაქტის სახით 10 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაშინ როდესაც ბრაზილიელი ამჟამად მაგის ნახევარს იღებს.

თუმცა, ამ შემოთავაზებამ ბრაზილიელი ფეხბურთელი ვერ დაითანხმა. მოლაპარაკებების პროცესში „ლიონი“ შევაჭრების სურვილს არ მალავდა და ფეხბურთელის შედარებით უფრო მაღალ ფასად გაშვებას დათანხმდებოდა კიდეც.

თუმცა, თავად ლუკასმა საფრანგეთში გადაწყვიტა დარჩენა, სადაც თავისი მდგომარეობით სრულიად კმაყოფილია.

პაკეტა „ლიონში“ „მილანში“ წარუმატების შემდეგ გადავიდა და ლიგა 1-ში სრულიად სხვა მხრივ გაიხსნა, რის შედეგადაც ჩემპიონატში ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.