ავტორიზაცია

"კუნდეს ცუდი დღე ჰქონდა", - ლოპეტეგიმ ფრანგის გაძევებაზე ისაუბრა

"კუნდეს ცუდი დღე ჰქონდა", - ლოპეტეგიმ ფრანგის გაძევებაზე ისაუბრა
თარიღი 22 დეკ 2021, 11:16

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, „ბარსელონასთან“ მატჩში ჟულ კუნდეს გაძევებაზე ისაუბრა.

მატჩის 64-ე წუთზე ანდალუსიელთა მცველმა ბურთი ჟორდი ალბას სახეში შეგნებულად მოარტყა და დამსახურებული წითელი ბარათიც დაინახა თვალწინ.

„კუნდეს ცუდი დღე ჰქონდა, უდროო რეაქცია გამოავლინა. ის ახალგაზრდაა და ზოგჯერ ცდება ხოლმე. ეს მისთვის გაკვეთილი იქნება.“ - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს Marca.

„სევილიამ“ 38 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დარჩა, „ბარსა“ კი 28 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და მადრიდის „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ ტურში „სევილია“ სტუმრად „კადისს“ დაუპირისპირდება, „ბარსელონა“ კი „მალიორკას“ შეხვდება, ორივე ეს მატჩი უკვე ახალ 2022 წელს შედგება.