ავტორიზაცია

სევილიასთან მატჩში ბარსელონამ ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

სევილიასთან მატჩში ბარსელონამ ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
თარიღი 22 დეკ 2021, 12:48

ლა ლიგის გადადებულ მე-4 ტურის მატჩში „ბარსელონა“ სტუმრად „სევილიას“ დაუზავდა - 1:1.

კატალონიური კლუბის ფეხბურთელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში მასპინძელთა კარისკენ 15 დარტყმა განახორციელეს, საიდანაც 5 კარში წავიდა.

„ბარსელონასთვის“ ეს ყველა ტურნირის ჩათვლით პირველ 45 წუთში სეზონის საუკეთესო შედეგია.

გარდა ამისა, ეს პრიმერა დივიზიონში ზოგადადაც საუკეთესო შედეგია - მატჩის პირველ ტაიმში არცერთ სხვა გუნდს სეზონის არცერთ მატჩში მეტოქის კარისკენ 15 დარტყმა არ განუხორციელებია.