ავტორიზაცია

"ეკონომიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ იქნება", - ვენგერი ფიფას მიერ წამოყენებულ იდეაზე

"ეკონომიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ იქნება", - ვენგერი ფიფას მიერ წამოყენებულ იდეაზე
თარიღი 22 დეკ 2021, 15:18

ფიფას გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, არსენ ვენგერი ორგანიზაციის მიერ წამოყენებულ იდეაზე მორიგი კომენტარი გააკეთა.

ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ თუ მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ამით ყველა მხარე სარგებელს მიიღებს.

"კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ იქნება და ყველა მოგებული დარჩება, რადგან ღვეზელი უფრო დიდი გახდება".

"ევროპული გუნდების შენიშვნები გავითვალისწინეთ, რომლებსაც შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩის ერთ თვეში ჩატარება არ უნდათ", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს TACC.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, 1942 და 1946 წლების გამოკლებით, მეორე მსოფლიო ომის გამო. 

უახლოესი მუნდიალები ყატარში (2022), აგრეთვე კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში (2026) გაიმართება.