ავტორიზაცია

პარი სენ ჟერმენი ადასტურებს — ნეიმარი მოედანზე კიდევ რამდენიმე კვირა ვერ დაბრუნდება

პარი სენ ჟერმენი ადასტურებს — ნეიმარი მოედანზე კიდევ რამდენიმე კვირა ვერ დაბრუნდება
თარიღი 22 დეკ 2021, 15:49

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი ლიგა 1-ის ეგიდით "სენტ ეტიენთან" (3:1) ნოემბერში გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესებს აგრძელებს.

ასე და ამგვარად, 29 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, რომელსაც მარცხენა ფეხის კოჭის მყესები აქვს დაზიანებული, კიდევ 4-5 კვირას იუქმებს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარიზული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მოგეხსენებათ, სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავი პარიზელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს, გუნდს იგი "ბარსელონადან" რეკორდული 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.