ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ჯერ კიდევ მშიერი ვარ — როცა ტიტულს ვიგებ, მინდა ისევ დავისაკუთრო"

ლევანდოვსკი: "ჯერ კიდევ მშიერი ვარ — როცა ტიტულს ვიგებ, მინდა ისევ დავისაკუთრო"
თარიღი 22 დეკ 2021, 17:57

"ბაიერნისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რისი მიღწევა სურს მომავალში.

"პოლონეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება რთულია, რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩემი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ", - აცხადებს 33 წლის ფორვარდი.

"მაგრამ ჯერ კიდევ მშიერი ვარ - როცა ტიტულს ვიგებ, მინდა ისევ დავისაკუთრო. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგა. ამისათვის ყოველდღე ვმუშაობ".

– შესაძლებელია თუ არა, რომ მომავალში "ოქროს ბურთი" დაისაკუთროთ?

"მთელი საქმე წვრილმანებშია, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს. შემიძლია მოგცეთ იმის გარანტია, რომ ჩემი საქმის კეთებას და საუკეთესო შედეგების ჩვენებას გავაგრძელებ", - განაცხადა ლევანდოვსკიმ Bild-თან ინტერვიუში.