ავტორიზაცია

VIDEO: მილანმა უხვგოლიან შეხვედრაში ემპოლის მოუგო, ნაპოლი კი შინ სენსაციურად დამარცხდა

თარიღი 23 დეკ 2021, 01:48

სერია ა-ს მე-19 ტურში „მილანმა“ უხვგოლიან შეხვედრაში „ემპოლი“ დაამარცხა და ისარგებლა „ნაპოლის“ ფეხის დაცდენით, რომელმაც პარალელურ მატჩში შინ „სპეციასთან“ წააგო.

„ემპოლი“ 2-4 „მილანი“
გოლები:
0-1 კესიე (12’), 1-1 ბაირამი (18’), 1-2 კესიე (42’), 1-3 ფლორენცი (63’), 1-4 ტეო (69’), 2-4 პინამონტი (84’ - პენალტი).

„ნაპოლი“ 0-1 „სპეცია“ 
გოლი:
0-1 ჟესუსი (37’ - ავტოგოლი). 

ამ შედეგებით „მილანმა" 42 ქულა დააგროვა და ლიდერ „ინტერთან" 4-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა და ამავდროულად ერთ დროს უპირობო ლიდერ „ნაპოლის" უკვე 3 ქულით გადაასწრო, რომელიც ამჟამად მესამეზეა.