» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

2 მიზეზი: რატომაა საქართველოში 16-გუნდიანი ჩემპიონატი 12-გუნდიანზე ცუდი



რამდენიმე დღის წინ GOAL.GE-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მოგვითხრობდა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ლიგის ახალი სტრუქტურა (16-გუნდიანი) უკეთესი იყო ეროვნული ჩემპიონატის წინა მოდელზე (12-გუნდიანი). იხილეთ: 5 მიზეზი: რატომაა უკეთესი საქართველოში 16-გუნდიანი ჩემპიონატი 12-გუნდიანზე ამ სტატიას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა (ეს ბუნებრივია, რადგან, მაშინაც კი როცა კლუბების რაოდენობის გაზრდის იდეა გაჟღერდა, იგი ბევრმა მოიწონა და გააკრიტიკა). ამ ყოველივეს შემდეგ გადავწყვიტეთ გვეძია ის მიზეზები, რის საფუძველზეც 16-გუნდიანი ეროვნული ჩემპიონატი არ მოსწონთ ადამიანებს. ერთი სიტყვით, ამ სტატიაში მისი წინამორბედისგან აბსოლუტურად განსხვავებულს დავამტკიცებთ. მოდით, ცალ-ცალკე ვისაუბროთ ზემოთ ნახსენები მიზეზების შესახებ. გაკოტრებული გუნდები როცა, 16-გუნდიანი ჩემპიონატის შექმნის იდეა წარმოიშვა, ამ აზრის ფუძემდებლები მის უპირატესობებზე ალაპარაკდნენ. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი დადებითი მხარე, ის იყო, რომ უფრო მეტ ქართულ გუნდს მიეცემოდა უმაღლეს ლიგაში თამაშის შანსი და იმის შესაძლებლობა, რომ თავისი საუკეთესოობა დაემტკიცებინა. უფრო მეტი კლუბი იბრძოლებდა, იმისთვის რომ ევრო ტურნირებზე გასულიყო და ჩვენი ქვეყნის სახელი მის საზღვრებს გარეთ გაეტანა. მოკლედ, ამ რეფორმის გატარების შემდეგ, გუნდებთან ერთად, მთლიანად ქვეყანაც მოგებაში რჩებოდა. მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად მხოლოდ ამბიცია და დიდი სურვილი არ კმარა. თქვენ წარმოიდგინეთ და არც პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა და ძლიერი ფეხბურთელების ყოლაა საკმარისი. ამ შემთხვევაში კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი მატერიალური რესურსი, მარტივად რომ ვთქვათ, ფულია. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მის გარეშე ფეხბურთში კი არა, ნებისმიერ კერძო საქმეში ფაქტობრივად შეუძლებელია წარმატების მიღწევა. ამ მხრივ კი ეროვნულ ჩემპიონატში სავალალო სიტუაციაა. გუნდების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მთლიანობაში 16-ის კი არა 8 კლუბის სათანადოდ შესანახი თანხაც კი არ ტრიალებს ქართულ ფეხბურთში. ჩნდება კითხვა: რა სახსრებით უნდა გადაიხადონ ის გადასახადები ახალმა გადმოსულმა თუ უმაღლესში დარჩენილმა გუნდებმა, (გამონაკლისების გარდა, მაგ.: "დინამო", "სამტრედია", "ჩიხურა"...), რომელსაც მათ ეროვნული ჩემპიონატი აკისრებს? ქვეყნის მთავარ საფეხბურთო ტურნირში მონაწილემ იმაზე უნდა იფიქროს, როგორ აჭამოს და გადაუხადოს თავის ფეხბურთელებს თუნდაც მიზერული ხელფასები, თუ იმაზე, როგორ გააძლიეროს კლუბი და რა გზებით იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის? დღეს უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების უმეტესობის სადარდელი პირველი მათგანი უფროა. შესაბამისად, აჯობებდა თუ ასეთი ღარიბი გუნდები დროებით პირველ ლიგაში დაქვეითდებოდნენ და უმაღლეს ლიგაში პირველობისა თუ საპრიზო ადგილებისთვის მხოლოდ საჭირო სახსრების მქონე გუნდები იასპარეზებდნენ. თუნდაც, ასეთი მონაწილეების რაოდენობა 10 ან 12 ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში მათ ბრძოლასაც, ევრო ტურნირებზე მოსახვედრად, ექნებოდა აზრი. უფულო გუნდი არც საკუთარ ქვეყანას და არც ევროპას არ სჭირდება! ჩემპიონატს და ქვეყანას პრესტიჟი ელახება ეს მიზეზიც უფულობიდან გამომდინარეობს, თუმცა მისი გამიჯვნა საჭიროა. მოგეხსენებათ, სპორტული ჩემპიონატის დონე (მით უმეტეს ფეხბურთში) ქვეყნის სპორტულ იმიჯს უჩვენებს მთელ მსოფლიოს. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, საქართველოს ეს იმიჯი მსოფლიო ასპარეზე შელახული უნდა ჰქონდეს. ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ რა ხდება ასეთი საოცრებები ქართულ ფეხბურთში, რომ მისი პრესტიჟი საჭირო დონეზე არმყოფად მივიჩნიოთ. იქედან გამომდინარე, რომ გუნდებს ფული არ აქვთ, ბევრ მათგანს (მაგალითად.: ბათუმის "დინამო", მარტვილის "მერანი", ფოთის "კოლხეთი" და ა.შ.) მოედნები არ გააჩნიათ. უსტადიონობას ვინ ჩივის, როცა ძალიან ბევრ გუნდში ფეხბურთელებს ხელფასები (რომლებიც ისედაც ძალიან ცოტაა ბიუჯეტის სიმცირის გამო) თვეობით უგვიანდებათ, კვებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამის კარგი მაგალითია, რუსთავის "მეტალურგი". GOAL.GE ესაუბრა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც გუნდისგან ხეფასების ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ფული მგზავრობსთვისაც კი აღარ დარჩათ. მგზავრობას ვინღა დაეძებს, როცა "მეტალურგის" მწვრთნელი ასეთ რამეს ამბობს: "ჩემი მოთამაშეები ახლა ბუცებსაც ვერ ყიდულობენ. ზოგიერთი მათგანი თამაშისთვის ამ საჭირო ნივთს ნაცნობებისგან თხოულობს. ცალ-ცალი ბუცით ითამაშო ფეხბურთელმა, ეს სირცხვილია!" ბუცების სხვებისგან ნათხოვრობაო... ადამიანი ისე გამწარებულია არსებული სიტუაციით, უკვე თავისი გუნდის იმ ცუდასც ვეღარ მალავს, რომელიც საშუალო დონის ქვეყნების ჩემიპონატებშიც კი სასაცილოდ არ ეყოფათ. შესაბამისად, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: უნდა იყოს ასეთი ბიუჯეტის მქონე გუნდი უმაღლეს ლიგაში? არ ულახავს იგი ქვეყანას საფეხბურთო პრესტიჟს? გაცილებით უფრო პრესტიჟული ჩემპიონატები თავიანთ ავტორიტეტს იმითაც ინარჩუნებენ, რომ მათ გათამაშებაში მხოლოდდამხოლოდ შეძლებული გუნდები თამაშობენ. მაგალითად, ხორვატიაში მატერიალურად მეტ-ნაკლებად ძლიერი გუნდების რაოდენობა მხოლოდ ათია. ამ ხალხმა გაანალიზა, რომ უფულო გუნდების უაზრო დამატება მათ არაფერს მოუტანდა კარგს: ცოტა და ხარისხიანი ამჯობინეს მის საპირისპიროს. შესაბამისად, კარგი დონის ჩემპიონატიც მიიღეს. ხორვატიის გარდა, აღსანიშნავია ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომლის ეროვნულ ტურნირშიც ასევე 10 გუნდი თამაშობს; დანია (12 გუნდი), ირლანდია (12 გუნდი). ჩამოთვლილი ქვეყნების ჩემპიონატი მათთვის საკადრისად პრესტიჟული რომ აქვთ, ამაზე ამ სახელმწიფოების საკლუბო თუ სანაკრებო წარმატებებიც მეტყველებს. ასე რომ, ჩვენც ჯობია ცოტას და ნამდვილს დავჯერდეთ და აღარავის დასაცინი აღარ გავხდებით !

GOAL.GE [poll id="133"]

კახა ყიფიანი, სპეციალურად GOAL.GE - სთვის. GOAL.GE-ს ფოტოგრაფი: ნინო გელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინიესტა კასილასს დაემშვიდობა

მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 03:06

არანაირი ლუდი და სოციალური დისტანცია: ბუნდესლიგაში ფანები ტრიბუნაზე ბრუნდებიან

როგორც გავლენიანი გამოცემები იტყობინებიან, ბუნდესლიგის ახალი სეზონიდან გულშემატკივრები სტადიონზე დაიშვებიან.

დღეს, 02:55

"რთული შეკითხვაა" - კაზემირომ თავის მომავალზე ისაუბრა

მადრიდის 'რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაზემირომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:49

პრემიერ ლიგაში დაბრუნებული სამივე გუნდის ვინაობა ცნობილია

ცოტა ხნის წინ, პრემიერ ლიგასი გადასული სამივე გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

დღეს, 02:46

გენტის მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, გიორგი ჩაკვეტაძემ მიკრო ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციას გადის.

დღეს, 02:38

კურიოზი: ამერიკელმა თანაგუნდელმა გურამ კაშიას უცენზუროდ, ქართულად მიმართა

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა.

დღეს, 02:34

დღეს ევროპა ლიგა განახლდება, სადაც ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ევროპა ლიგის 1/8 ფინალების მატჩები გაიმართება.

დღეს, 02:26

მაკრატელები და ჯარიმები - კვარაცხელია ვარჯიშზეც დაფრინავს [VIDEO]

მოგეხსენებათ, მომდევნო კვირაში რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი იწყება.

დღეს, 02:21

ივანოვიჩის ახალი გუნდი ცნობილია

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" აწი უკვე ყოფილი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის ახალი კლუბი ცნობილი გახდა.

დღეს, 00:46

"პსჟ უახლოეს წლებში მსოფლიო ფეხბურთის ცენტრი გახდება", - ჰარვარდის ლექტორი

ჰარვარდის ლექტორი, ანიტა ელბერსე, რომელიც სპორტისა და გასართობი ინდუსტრიის გამოკვლევით არის დაკავებული "პარი სენ-ჟერმენის"

დღეს, 00:39

ოფიციალურად: უილიამსის მომავალი გაირკვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდის მარცხენა მცველის, ბრენდონ უილიამსის შესახებ განცხადება გააკეთა.

დღეს, 00:27

ბუფონი კასილასს დაემშვიდობა: "უშენოდ ფასი არაფერს ექნებოდა"

ტურინის "იუვენტუსის" მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი იკერ კასილასის ფეხბურთიდან წასვლას გამოეხმაურა. იტალიელმა ესპანელს პირდაპირ მიმართა:

დღეს, 00:12

სოლსკიაერი: "ლინგარდი ძალიან ბევრ გოლს იტანს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიერმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ჯესი ლინგარდის შესახებ:

დღეს, 00:01

ოფიციალურად: ფერან ტორესი სიტის ფეხბურთელია

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ "ვალენსიას" აწი უკვე ყოფილი შემტევი, ფერან ტორესი კლუბს შეუერთდა.

გუშინ, 23:45

კვლავ დემბელეს გარეშე - ფრანგის თამაში ნაპოლისთან გამოირიცხა

AS-ის თანახმად, "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" განმეორებით შეხვედრაში ოსმან დემბელე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 23:35

ითამაშებს თუ არა გრიზმანი ნაპოლისთან?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის სეზონი ჩაამთავრა თავისი ფორვარდის, ანტუან გრიზმანის გარეშე.

გუშინ, 23:27

რაკიტიჩი სევილიაში ბრუნდება? - გადაწყვეტილება მიღებულია

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ყველაზე რეალურ მსურველად ამ დროისთვის "სევილია" მოიაზრება.

გუშინ, 23:17

ლივერპულსა და Nike-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მიზეზი - კლოპი

The Telegraph-ის თანახმად, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა Adidas-თან პერსონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გუშინ, 23:07

"კუბოს რეალში ხილვა, ბარსელონასთვის მტკივნეულია", - ინგლისელი მწერალი

"ბარსელონას" აკადემიის შესახებ წიგნის ავტორმა, კრის მარტინმა ტაკეფუსა კუბოს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:56

"გალიის გარშემო ჩა*მული ირბენ", - კონორი ხაბიბს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში, კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვს მორიგი პროვოკაციული განცხადებით მიმართა:

გუშინ, 22:45

"რთული გადაწყვეტილება იყო", - ჟოზე იკერის სათადარიგოთა სკამზე გამწესების შესახებ

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა თავისი ყოფილი შეგირდის, იკერ კასილასის კარიერის დასრულებას:

გუშინ, 22:25

ბატშუაი თავის ყოფილ მწვრთნელთან გადადის

The Times-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელს, მიში ბატშუაის პრემიერ ლიგაში საკმაოდ საინტერესო მსურველი ჰყავს.

გუშინ, 22:00

სიტი ორ წამყვან მცველს დაემშვიდობება

ESPN-ის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე დაემშვიდობება თავის ორ ცენტრალურ მცველს.

გუშინ, 21:49

ლივერპული, სიტი თუ იუნაიტედი? - კულიბალისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ცენტრალური მცველით, კალიდუ კულიბალით პრემიერ ლიგის სამი გრანდია დაინტერესებული.

გუშინ, 21:40

"რეალი სიტისთან ფავორიტი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებოდა", - ადებაიორი

მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ექს-კლუბების შანსები შეაფასა:

გუშინ, 21:24

"ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ცდილობს, ბორუსია კი გერმანიის თასით კმაყოფილდება", - მათეუსი

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა "რეკორდმაისტერისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 21:12

პასტორე ევროპას ტოვებს

Corriere dello Sport-ის ცნობით, "რომას" შემტევი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე კლუბის დატოვებასთან ახლოს არის.

გუშინ, 20:59

ანჩელოტი: "პეპს არასდროს ჰქონია დაცვითი ფეხბურთის გამოყენების საჭიროება"

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ხოსეპ გვარდიოლას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:45

როდის დაიხურება ტორესის ტრანსფერი?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" გაიფორმა "ვალენსიას" ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი, ფერან ტორესი.

გუშინ, 20:26

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ს ჩემპიონია, ზედიზედ მეცხრედ და საერთი ჯამში 36-ედ (ჩამორთმეული სკუდეტოების გათვალისწინებით). "ბებერი ქალბატონის"

გუშინ, 20:06
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10