ავტორიზაცია

"სამწვრთნელო კარიერის დაწყებაში კლოპი დამეხმარა", - ჯერარდი

"სამწვრთნელო კარიერის დაწყებაში კლოპი დამეხმარა", - ჯერარდი
თარიღი 23 დეკ 2021, 16:06

ბირმინგემის "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ დამრიგებლის საქმიანობის წამოწყებაში მას იურგენ კლოპი თავის დროზე ძალიან დაეხმარა:

"იურგენთან გულწრფელი საუბარი მქონდა მან ფანტასტიური რჩევა მომცა - "ნუ დაიწყებ კარიერას ჯერარდის გვარით ზურგზე. დაუბრუნდი საწყისს, როცა ჯერ არ იყავი ცნობილი.

მოიპოვეთ ნდობა თქვენი მწვრთნელის სტილში, აუღეთ ალღო ტაქტიკას, სხვადასხვა სქემებს. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების, ახალი ექსპერიმენტების დროა!

დაიმალეთ კამერებისა და ხალხის ყურადღებისგან, რომ არაფერმა შეგაწუხოთ. ველაპარაკე სხვადასხვა მწვრთნელებს და ყველა მირჩევდა კარიერა პატარა როლით დამეწყო", - განაცხადა ჯერარდმა.