ავტორიზაცია

მონაკო გრემიოს მცველს იმატებს

მონაკო გრემიოს მცველს იმატებს
თარიღი 23 დეკ 2021, 23:37

"მონაკო" "გრემიოს" მცველის, ვანდერსონის დამატებასთან არის ახლოს, იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ცნობით, ტრანსფერი ფრანგულ კლუბს 10 მილიონი ევრო დაუჯდება + ბონუსები. ფეხბურთელის კონტრაქტი 2026 წლამდე იქნება გათვლილი.

2021 წლის სეზონში 20 წლის ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე ერთად 52 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

"გრემიო" გასულ სეზონში ბრაზილიის ელიტარული დივიზიონიდან გავარდა, გუნდმა მე-17 ადგილი დაიკავა.